მორიგი აფეთქება ბრიუსელში - ტერორისტების სამიზნე ამჯერად მეტროა

მორიგი აფეთქება ბრიუსელში - ტერორისტების სამიზნე ამჯერად მეტროა

ბრიუსელის მეტროპოლიტენში აფეთქება მოხდა. აფეთქება ევროკავშირის შენობების სიახლოვეს განორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს. ამასთან ერთად, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელში შეაჩერეს ავტობუსებისა და ტრავმაის მოძრაობა. დახურულია აეროპორტი და მეტრო.

მეტროპოლიტენში აფეთქებამდე, ორი ძლიერი აფეთქება განხორციელდა ბრიუსელის აეროპორტში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანამ აფეთქებები მოხდებოდა, სროლის ხმა და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა. ამის შესახებ ბელგიური საინფორმაციო სააგენტო "ბელგა" იტყობინება. ბოლო მონცემებით, "ზავენტემის" აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 15, დაშავებული კი სულ მცირე 35 ადამიანი.

ბელგიაში უკვე გამოაცხადეს ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

ნახეთ ყველა ვიდეო თეგზე #აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში

Three explosions reported at the metro stations in Brussels

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა