"13 ნოემბერი... 22 მარტი..." - ფრანგი კარიკატურისტის ემოციური ნახატი ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ

"13 ნოემბერი... 22 მარტი..." - ფრანგი კარიკატურისტის ემოციური ნახატი ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ

ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო მწუხარება ემოციური ნახატით გამოხატა. კარიკატურისტ Plantu-ს ნახატი, რომელზეც საფრანგეთისა და ბელგიის მგლოვიარე დროშებია გამოსახული, Le Monde-ს ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა.

"13 ნოემბერი... 22 მარტი..." - ასეთი წარწერაა ნახატზე, რომელიც ბრიუსელსა და პარიზში მომხდარი ტერაქტების თარიღებს ასახავს.

დღეს ბრიუსელში აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტებს 23 ადამიანი ემსხვერპლა. 13 ნოემბერს კი პარიზში განხორციელებულმა ტერაქტებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო| ბრიუსელში მომხდარი ყველა აფეთქება ერთ ვიდეოში - ტრაგიკული დღის ქრონიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა