ბარაკ ობამა – მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ბარაკ ობამა – მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება. ბარაკ ობამას თქმით, "მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

"ამერიკელი ხალხის ფიქრები ბელგიელ ხალხთან არის. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ ამ აგრესიულ თავდასხმებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა და რწმენისა, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია და დავიცავთ მსოფლიოს გარშემო ხალხების უსაფრთხოებას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბელგიელი ხალხისადმი მიმართვაში.

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 160-ს გადააჭარბა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა