19 წლის ბიჭის დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ბრიუსელის, პარიზის და ბოსტონის ტერაქტებს გადაურჩა

19 წლის ბიჭის დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ბრიუსელის, პარიზის და ბოსტონის ტერაქტებს გადაურჩა

22 მარტს ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა, 31 კი გარდაიცვალა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაზარალებულთა შორის ცხრა ამერიკის მოქალაქეა, მათ შორისაა 19 წლის მეისონ უელსი, მორმონი მისიონერი.

იხილეთ ვიდეო

მეისონს თითქმის დაუჯერებელი ისტორია აქვს: ბრიუსელის ტერაქტი მისთვის პირველი არ არის. ბიჭი აქამდე გადაურჩა 13 ნოემბერს პარიზის თავდასხმებსა და 15 აპრილს ბოსტონის მარათონის დროსაც მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა. ბიჭს მცირედი სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული და ამჟამად ბელგიაში, საავადმყოფოში იმყოფება. ინტერნეტში უკვე დისკუსია მიდის იმის შესახებ, აკავშირებს თუ არა ახალგაზრდას რაიმე ტერორისტულ თავდასხმებთან, თუ უბრალოდ ძალიან უიღბლოა. ჯერჯერობით, მეისონი არ დაუკითხავთ და ამ დამთხვევით სამართალდამცავები არ დაინტერესებულან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა