ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერი და ევროკავშირის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს გმობს.

"ეს იყო თავდასხმა ჩვენს ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაზე", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის ლიდერები სოლიდარობას უცხადებენ ბელგიას და მზადყოფნას გამოთქვამენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ტერორისტულ საფრთხეებს.

"ამ თავდასხმამ მხოლოდ გააძლიერა ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ევროპული ფასეულობები და ტოლერანტობა შეუწყნარებლობის თავდასხმებისგან. ჩვენ ერთად და მტკიცედ ვიქნებით სიძულვილთან, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ბრძოლაში", - ნათქვამია განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა