კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:38 / 24-03-2016
ამერიკელი გენერლის "სახიფათო კავშირები" - დევიდ პეტრეუსი და ქალი, რომელმაც მისი 37 წლიანი კარიერა დაასამარა
2012 წელს აშშ-ის საზოგადოების განხილვის მთავარი საგანი მაღალი რანგის საჯარო მოხელის პირადი ცხოვრება გახდა. ამერიკაში სხვისი ინტიმური ცხოვრება ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველოში. 60 წლის დევიდ პეტრეუსისა და 40 წლის პოლა ბროდუელის ურთიერთობა, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული რომანის შემდეგ, აშშ-ში ყველაზე ცხელ "ნიუსად" იქცა.

ოთხვარსკვლავიანი გენერლის, დევიდ პეტრეუსის მიმართ - ტერმინის საჯარო მოხელის ხმარება ცოტა უადგილოა. თანამედროვე ამერიკულ არმიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის მქონე პეტრეუსის ბოლო თანამდებობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი გახლდათ.

გენერალს მართლაც, რომ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა ჰქონდა. ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის შემდეგ, მან რეინჯერების სკოლა დაამთავრა. 1985 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში მაგისტრის, ერთი წლის თავზე დისერტაციის დაცვის შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

პეტრეუსის კარიერა მხოლოდ იწყებდა აღმავლობას. 1991 წლამდე მას ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის სამხედრო მრჩევლის თანამდებობა ეკავა. შემდეგ გენერალ-მაიორის წოდებამდე დაწინაურებულს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია ჩააბარეს. 2003 წელს ერაყში შესვლის დროს, ეს სამხედრო შენაერთი მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა.

მომავალი ოთხვარსკვლავიანი გენერალის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. მისი ფოტოები გაზეთებისა და ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა. 2008 წელს გავრცელებული ხმები პეტრეუსს, რესპუბლიკელი ჯონ მაკეინის გუნდში, ვიცე-პრეზიდენტის სავარძელსაც კი უქადნენ.

2011 წელს პრეზიდენტ ობამამ პეტრეუსს, რომელიც ავღანეთში კოალიციის კონტინგენტს მეთაურობდა, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი შესთავაზა.

ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა 37 წლიანი სამხედრო კარიერა დაასრულა და ახალი თანამდებობა მოირგო. მის კანდიდატურას სენატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

ჟურნალისტ პოლა ბროდუელის, რომელსაც პრესამ "პენტაგონელი მონიკა ლევინსკი" შეარქვა, და პეტრეუსის რომანის შესახებ ცნობილი 2012 წლის ბოლოს გახდა. ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. პეტრუსს პოსტის დატოვება მოუხდა. გაგიკვირდებათ და ჩვენი "მაღალი კულტურის მატარებელი ქვეყნისგან" განსხვავებით, ოკეანის გადაღმა "დამპალ და გარყვნილ კაპიტალისტებში", მეუღლის ღალატი შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში თანამდებობრივ დანაშაულად ითვლება! ღალატის გარდა, გენერალს ბროდუელისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში წაუყენეს ბრალი.

პეტრუსმა და ბროდუელმა (ამერიკის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი და ორი შვილის დედა) ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს. რომანმა 2011 წელს იფეთქა. ფარული მომიწერისთვის მათ საერთო ელექტრონული ფოსტა შექმნეს. წერილების გაგზავნის ნაცვლად, მათ "შავ საქაღალდეში" , ე.წ. Draft-ში ინახავდნენ.

მათ ერთიერთობას ნათელი ბანალურმა ეჭვიანობამ მოჰფინა. ბროდუელთან ურთიერთობის პარალელურად, გენერალს აქტიური მიმოწერა კიდევ ერთ ქალთან - ჯილ ქელისთან ჰქონდა. ეჭვიანობის ნიადაგზე ბროდუელმა ქელის ანონიმური მისამართებიდან მუქარებით სავსე წერილების გაგზავნა დაუწყო. შეშინებულმა ქელიმ ფედერალურ სამსახურს მიმართა.

შემოწმების შედეგად, კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ფარულ "ნიკებს" ამოფარებულ ბროდუელს მიაგნო და მის კომპიუტერში 30 ათასზე მეტ წერილს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელ, დევიდ პეტრეუსთან სასიყვარულო მიმოწერას და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს მიაკვლია.

პოლა ბროდუელს ფედერალური სამსახური მანამდეც აკვირდებოდა. დენვერის უნივერსისტეტში საჯარო ლექციისას, ჟურნალისტმა აუდიტორიას ბენგაზიში (ლიბია) აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის საიდუმლო დეტალები გაანდო.

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორი საყვარლისთვის საიდუმლო მასალების გადაცემას უარყოფდა. პეტრეუსმა დანაშაული (საიდუმლო დოკუმენტაციასთან არასათანადო მოპყრობა) მხოლოდ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აღიარა. ერთ-ერთ უჯრაში, რომელსაც საკეტიც კი არ ჰქონდა, 8 "შავი წიგნი" იპოვეს. The Guardian-ის ინფორმაციით, წიგნებში საიდუმლო აგენტების რეალური სახელები, აშშ-ის სტატეგიული გეგმებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების მოლაპარაკებების დეტალები ეწერა. საიდუმლო წიგნები გენერალმა ბროდუელს ბიოგრაფიაზე მუშაობის მიზნით, 2011 წელს მცირე ხნით გადასცა.

ფედერალურმა სასამართლომ პეტრეუსს, საყვარლისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის, პირობითად 2 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 100 ათასი აშშ დოლარი დააკისრა.

პოლა ბროდუელის 2012 წელს გამოსული წიგნი The Education of General David Petraeus ბესტსელერი გახდა და The New York Times-ის მოწონებაც დაიმსახურა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
11:16 / 25-03-2016
ეგეთ ამერიკელ გენერალს ,ნამდვილ ომში,პირისპირ,რუსის მთვრალი ოფიცერი უნიფხვოდ დატოვებს!
გია
10:58 / 25-03-2016
წადი
veronika-ს
მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა
რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს ”რთულად ორგანიზებული კიბერშეტევა” პენტაგონის სისტემურ კომპიუტერებზე
"ამერიკელი ჯარისკაცები დაახლოებით 600 უკრაინელ მებრძოლს გაწვრთნიან"
ეს განცხადება სერგეი შოიგუმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის
სატრანსპორტო საშუალება პენტაგონის პერსპექტიული კვლევების სააგენტო DARPA-ს დაკვეთით შეიქმნა
"მოძღ­ვრე­ბი ე.წ. საზღ­ვარ­თან რომ მი­ვი­დეთ და ტრან­სპა­რან­ტე­ბით დავ­დგეთ, ეს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა"
პენტაგონმა კონტრაქტით გათვალიწინებულ თანხაზე 16,6 მილიონი დოლარით მეტი გადაიხადა
ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გამოყვანისას პენტაგონი მთელ რიგ სირთულეებს წააწყდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
09:55 / 30-06-2016  Image ”ხალიკ ბანკი საქართველოს“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით
შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა შესრულდა
19:16 / 29-06-2016  Image თურქული მედია ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა
10:03 / 30-06-2016  Image პარაბენები - მავნე ქიმიური ნივთიერება, რომელსაც კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობა შეიცავს
განსაკუთრებულად გამოხატული, ესტროგენის მსგავსი მოქმედება ახასიათებს ბუტილპარაბენს და იზობუტილპარაბენს
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49