რუსეთი უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს ორ კვირაში გადასცემს - უკრაინული მედია

რუსეთი უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს ორ კვირაში გადასცემს - უკრაინული მედია

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მკვლელობისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უახლოეს ორ კვირაში უკრაინას გადაეცემა. უკრაინული სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, გამოცემა "გრანი.რუ" იუწყება, რომ ამის შესახებ დახურულ შეხვედრაზე კიევში რუსეთის ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, მოხდება თუ არა სავჩენკოს გაცვლა რუსეთის დაპატიმრებულ მოქალაქეებზე.

"გრანი.რუ"-ს წყაროს ინფორმაციით, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ზურაბოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად იყო, სავჩენკო ჯერ კიდევ 8 მარტს გადაეცათ უკრაინისთვის, მაგრამ მოსკოვმა ამის გაკეთება კიევში რუსეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გადაიფიქრა.

ამასთან, საინფორმაციო საშუალება "РБК"-ს კრემლში წყარომ განუცხადა, რომ სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა