ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?

ფიდელ კასტრომ ობამას კუბაში ვიზიტი 40 წლის წინ "იწინასწარმეტყველა"?

"ამერიკა ჩვენთან სალაპარაკოდ მოვა მაშინ, როდესაც შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლება, რომის პაპი კი ლათინური ამერიკიდან იქნება" - სიტყვები, რომელსაც კუბის ყოფილ პრეზიდენტს ფიდელ კასტროს მიაწერენ, ობამას კუბაში ისტორიული ვიზიტის დროს ელვის სისწრაფით მოედო სოციალურ მედიას. კასტროს "წინასწარმეტყველება" თითქოს ახდა: ობამა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, კათოლიკური სამყაროს მწყემსი პაპი ფრანცისკე კი არგენტინელია.

სიტყვები, რომელსაც კასტროს 1973 წლის ინტერვიუს უკავშირებენ, 2016 წელს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში აიტაცეს, მრავალ ენაზე ითარგმნა და მკითხველის გაოცება გამოიწვია. ყველა აღფრთოვანებულია, თუ როგორ მოახერხა "მომავლის განჭვრეტა" კუბის მაშინდელმა ლიდერმა. ერთ-ერთი ვერსიით, კასტრომ ეს განცხადება ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად 1973 წელს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კიდევ ერთი ვერსიით, ამ ციტატის წყარო შესაძლოა, იყოს 1977 წელს ფიდელ კასტროს ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანიასთან. თუმცა მაშინ მას არც "შავკანიანი პრეზიდენტი" და არც "ლათინო ამერიკელი პაპი" არ უხსენებია. მაშინ კორესპონდენტთან კასტრომ აღნიშნა, რომ ჰავანასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლოა, მოხდეს ჯიმი კარტერის მეორე ვადის პირობებში. თუმცა, ამერიკელებს კარტერი მეორე ვადით არ აურჩევიათ.

სინამდვილეში, ისტორია "კასტროზე, შავკანიან პრეზიდენტსა და ლათინო ამერიკელ პაპზე" უფრო ლეგენდაა, რომელიც წლების წინ კუბაში ვიზიტად მყოფ არგენტინელ ჟურნალისტსა და მწერალს პედრო ხორხე სოლანს ტაქსის მძღოლმა ედუარდო დე ლა ტორემ უამბო. დე ლა ტორემ სოლას უთხრა, რომ ეს ამბავი კუბაში ანეკდოტად დადის, თუმცა დარწმუნებულია, რომ რევოლუციონერმა ლიდერმა ეს სიტყვები ნამდვილად თქვა. ასეა თუ ისე, ლეგენდა-ანეკდოტი რეალობაში განხორციელდა და პირველად 1959 წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი კუბაში საკუთარი ფეხით, ოჯახთან ერთად ჩავიდა.

მომზადებულია translatingcuba.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა