მიხეილ სააკაშვილის ძვირადღირებული "მერსედესი" სიმბოლური სანომრე ნიშნით

მიხეილ სააკაშვილის ძვირადღირებული "მერსედესი" სიმბოლური სანომრე ნიშნით

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევს სტუმრობს. ოფიციალურ ვიზიტს უკრაინულმა მედიამ არაოფიციალური მხარეებიც მოუძებნა: მაგალითად, პრესისა და საიტების მთავარი სალაპარაკო თემა სააკაშვილის ძვირადღირებული "მერსედესი" გახდა. strana.ua-ს კორესპონდენტმა სასტუმრო Fairmont-ში შეხვედრაზე მისული გუბერნატორის მანქანა გადაიღო, რომელიც სააკაშვილის მძღოლმა შუა გზაზე გააჩერა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობას ხელი შეუშალა.

როგორც ირკვევა, ავტომობილი Mercedes S63 AMG 144 ათას დოლარამდე ღირს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილს ქართული ნომრები ამშვენებს: GE-005-UA, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს - საქართველოსა და უკრაინის ლათინური ინიციალები და "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლური ციფრი 5. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციფრების და სიმბოლოების ასეთი კომბინაცია უბრალო დამთხვევაა. "მანქანა მიხეილ სააკაშვილის მეგობარს, საქართველოს პარლამენტის წევრს ეკუთვნის", - განუცხადეს ჟურნალისტებს პრესსამსახურში.

იხილეთ კადრები

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ "მერსედესით" სააკაშვილი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ოდესაში რეგისტრირებული სახელმწიფო ნომრებით მოძრაობდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა