ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ბაკრაუიები აშშ-ის ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ბაკრაუიები აშშ-ის ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი

ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუი, რომლებიც ბრიუსელის ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები, აშშ-სთვის ცნობილი იყვნენ. "ბიბისის" ინფორმაციით, ისინი ვაშინგტონს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ორივე ძმა ბელგიის პოლიციისთვისაც ცნობილი იყო. მათ კრიმინალური წარსული ჰქონდათ.

ხალიდ ბაკრაუის ინტერპოლი ეძებდა ტერორიზმში შესაძლო კავშირის გამო. ამასთან, მანამდე თურქეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისში მათ დააკავეს ბრაჰიმ ბაკრაუი და მისი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელეს.

22 მარტს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტში ძმები ბაკრაუიების გარდა, კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი კვლავ გაქცეულია. მას ეძებენ. მომხდარზე პასუხისგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა