კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:50 / 25-03-2016
საუკეთესო ოპერაცია ფარული მოსმენის ისტორიაში - როგორ იგებდა საბჭოთა დაზვერვა აშშ-ის ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს ამერიკის პრეზიდენტზე ადრე
მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის ეზოში, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახანძრო მანქანა შევარდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობის ევაკუირება გახდა საჭირო. მეხანძრეებმა ხანძართან ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება, როდესაც მათ გზა შეიარაღებულმა საზღვაო ქვეითმა გადაუჭრა და დამტვრეული რუსულით შენობაში შესვლა კატეგორიულად აუკრძალა. აშშ-ის საელჩოში შეღწევის მორიგი მცდელობა საბჭოთა სპეც-სამსახურებისთვის მარცხით დასრულდა. სამხედრო მზვერავების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საიდუმლო დოკუმენტაციისა და თავად ელჩის პირადი კაბინეტი, კრემლის ჯაშუშებისთვის კვლავ მიუღწეველ მწვერვალად რჩებოდა.

აშშ-ის საელჩო რუსებისთვის ყოველთვის მსუყე ლუკმა იყო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ვერ მოხერხდა.

1943 წელს სტალინს, უნიკალური მოსასმენი მოწყობილობის შექმნის შესახებ უპატაკეს. მოწყობილობა კვების წყაროს არ საჭიროებდა. ადამიანის ხმის ზემოქმედებით მასში არსებული მემბრანის რხევა იცვლებოდა. საჭირო იყო მხოლოდ "ჟუჩოკიდან" ამ რხევების სიგნალის სახით მიღება, მისი მაგნიტურ ფირზე ჩაწერა და გაშიფრვის გზით, პირვანდელი საუბრის აღდგენა.

მოწყობილობის ავტორი ლევ ტერმენი გახლდათ. გენიოსი გამომგონებელი და მეცნიერი, 1939 წელს სსრკ-ში ამერიკიდან დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და ბრალად კიროვის მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეობა დასდეს. ტერმენის თავის მართლებას ყური არავინ უგდო და მეცნიერს ხანგრძლივი დროით შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ ბანაკში უკრეს თავი.

მოწყობილობას "ოქროპირი" შეარქვეს. გადაუჭრელი მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა - მოწყობილობის აშშ-ის ელჩის კაბინეტში განთავსება.

ბერიას კაბინეტში საჩქაროდ იშვიათი მასალებისგან დამზადებული ძვირფასი სუვენირების უშველებელი კოლექცია მოზიდეს. ვერც ერთმა წარმოდგენილმა ექსპონატმა ბერია ვერ მოხიბლა. საჭირო იყო ისეთი ნივთი, რომელიც აღფრთოვანებულ ელჩს კაბინეტში მისი დატოვების სურვილს გაუჩენდა.

უალტერნატივობის პირობებში კრემლის მესვეურები ისევ ძველ მეთოდს "ტროას ცხენს" მიუბრუნდნენ. ყირიმში, არტეკის პიონერთა ბანაკში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისიებაზე, პიონერებმა აშშ-ის ელჩს ხის უიშვიათესი და ძვირფასი ჯიშებისგან დამზადებული აშშ-ის გერბი მიართვეს. რუსმა ხელმარჯვე ოსტატებმა მართლაც ჩინებური ნამუშევარი შექმნეს. ელჩი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხის გერბში, რომელსაც ის აღფრთოვანებული თვალებით უმზერდა, მოსასმენი მოწყობილობა
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყო ჩამონტაჟებული.

ოპერაცია "აღსარება" დაიწყო. ელჩის კაბინეტში მოხვედრილი "ტროას ცხენი" შვეიცარული საათივით მუშაობდა. საბჭოთა დაზვერვა კაბინეტში გამართული საუბრების შინაარს, ამერიკის პრეზიდენტზე ადრე გებულობდა.

გზის საპირისპირო მხარეს მდებარე შენობაში "ენ-კა-ვე-დე"-ს ორი კონსპირაციული ბინა გაჩნდა. დამონტაჟებული სპეც-აღჭურვილობით, საელჩოდან მიღებულ სიგნალებს აქვე შიფრავდნენ. შპიონაჟის სისტემა იდეალურად მუშაობდა: ამერიკელები საუბრობდნენ, რუსები იწერდნენ. მეტი რეალობისთვის, დილაობით ბინების აივნებზე გამოსული "დიასახლისები" სარეცხს ფენდნენ და სახლის დალაგების ილუზიას ქმნიდნენ.

"ოქროპირმა" შვიდი წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში მან 4 ელჩი გამოიცვალა. კაბინეტის ყოველ ახალ ბინადარს ინტერიერში საკუთარი ცვლილებები შეჰქონდა. მხოლოდ პიონერებისგან ბოძებული გერბი რჩებოდა ადგილზე.

"ჟუჩოკის" არსებობა ამერიკელებმა 1952 წელს, სულ შემთხვევით აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა "ოქროპირი" დეტალურად შეისწავლეს და ერთხანს მის ანალოგზეც მუშაობდნენ.

დღეს გერბი მასში ჩამონტაჟებული "ოქროპირით" ვირჯინიას შტატში, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მუზეუმში ინახება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
21:04 / 27-03-2016
მორიგი პროპაგანდა რუსების სიდიადის შესახებ, ოქროპირი არა ვერცხლიპირი :)
ვინც ფიზიკა და ელექტრონიკა არ იცის პლუს ის თუ რა დონეზე იყო მაგ დროს ნანო ტექნოლოგიები იმათ დააჯერეთ ეგ ზღაპრები :)
vano
19:23 / 27-03-2016
ნუ კგბ შეუდარებელია დღესაც ინოვაციას ვგულისხმობ რაც დღეს ხდება იმას ალბათ 50 წლის მერე გავიგებთ ისე ეხლა კოსმოსიდან მიწაში იყურებიან რამდენიმე მეტრზე ან საქართველოს რა სადუმლოებები აქ
gala
მსგავსი სიახლეები
+VIDEO forum.ge-ზე 11 აპრილს გახსნა თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა
თუ სპეცსამსახურებმა მოისურვეს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შესახებ ყველაფერს შეიტყობენ
მღვდელმა ვაჟის სურათები გადამალა, ისე რომ მისი სიძე ვერასოდეს მიხვდებოდა რომ ის...
PHOTO+VIDEO} იან კელი მედიასახლის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა
რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს, მათ შვილებს? ოჯახური
პატრიარქმა ასევე ისაუბრა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე.
(წერილი შემოკლებულია, სტილი - დაცული)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49