ბრიუსელში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

ბრიუსელში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

ბელგიის სპეცდანიშნულების რაზმმა და პოლიციამ ბრიუსელის სხარბეკის რაიონში სპეცოპერაცია დაასრულა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ "RTBF"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს თან ჰქონდა ხელჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით.

დაკავებისას მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ისინი ფეხში დაიჭრნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ამ პირების დაკავების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დაკავება ბრიუსელის ტერაქტებს უკავშირდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა