6 თვის წინ ანგელა მერკელმა სელფი გადაიღო ადამიანთან, რომელიც ძალიან ჰგავს ნაჯიმ ლაშრაუის. ნაჯიმი გამოძიების ცნობებით, ბრიუსელში ტერაქტის მომწყობი ჯიჰადისტია. ფოტოს გადაღებისას კანცლერმა გერმანიაში ლტოლვილების ბანაკი მოინახულა.
ჯერჯერობით გადაჭრით შეუძლებელია იმის თქმა, მართლა ტერორისტია თუ არა ფოტოზე, ოფიციალური კომენტარი მერკელს ჯერ არ გაუკეთებია.
მედიაში წერენ იმაზეც, რომ ლაშრაუი პარიზის ტერაქტებშიც იღებდა მონაწილეობას და 2014 წლის მარტიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.
მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.