ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია. "როიტერის" ცნობით, მისი სახელია ფაიკალ ჩეფუ. იგი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ სამ პირს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სავარაუდოდ, აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მანამდე მათ განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ დააკავა "ფაიკალ ჩ". თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, რომ ეს ადამიანი, სწორედ მესამე ეჭვმიტანილი იყო.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა