უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

ბოლო 6 თვის განმავლობაში თვე ისე არ ჩაივლის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან შემზარავი შეტყობინება არ მივიღოთ. ხან ხალხში გარეული თვითმკვლელი ტერორისტი იფეთქებს თავს, ხან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს ცეცხლსაროლი იარაღით ცხრილავენ.

ევროპაში ტერორისტულმა აქტებმა იმატა. მიმდინარე წლის 22 მარტს ბრიუსელში მომხდარმა აფეთქებებმა 31 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ევროპული საზოგადოება ამას არაბული ქვეყნებიდან ასობით ათასი მიგარნტის მიღებას უკავშირებს. ბრიუსელში, ისევე როგორც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში (130 დაღუპული) მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს და მიგრანტების ახალი ტალღის მიღებაზე რეგულაციების დაწესებას აპირებს.

სანამ ევროპა სირიელი და ზოგადად არაბი მიგანტების საკითხითაა დაკავებული, ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რამდენად მშვიდად ცხოვრობდნენ ევროპელები ბოლო 50 წლის განმავლობაში.

ტერორისტული თავდასხმები და აფეთქებები ევროპის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენად განსხვავდება ისინი ინტენსივობითა თუ მსხვერპლის მასშტაბით დღევანდელი მოვლენებისგან, თავად განსაჯეთ.

1971-1972 წლები დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში გაჩაღებულმა დაპირისპირებამ "ირლანდიის რესპუბლიკური არმიისა" და მისი მოწინააღმდეგე ორგანიზაციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 1971 წლის 4 დეკემბერს ქალაქ ბელფასტში, "მაკგერგის" ბარში ამოქმედებულმა ბომბმა 15 ადამიანი იმსხვერპლა. 17 დაშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბარში ბომბი "ოლსტერსის მოხალისეთა ძალების" წევრებმა შეიტანეს. ეს რადიკალური ორგანიზაცია "ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" წინააღმდეგ მოქმედებდა და ჩრდილო ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შეადგენლობაში დარჩენის მომხრე იყო.

1972 წლის მარტში ბელფასტში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. 4 მარტს რესტორან "აბერკორნში", ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაში დამალული ბომბი აფეთქდა. ტერაქტმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, 130 - დაშავდა. ბევრმა კიდურები დაკარგა და დაბრმავდა. მეორე აფეთქება 20 მარტს დოუნგილ-სტრიტზე მოხდა. გაზეთ The News Letter-ის რედაქციის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. ორივე ტერაქტში პოლიციამ დამნაშავედ "ირლანდიის რესპუბლიკური არმია" ცნო.

1972 წლის 31 ივლისს ბრიტანელუი საზოგადოება კიდევ ერთმა ტერაქტმა შეძრა. პატარა ქალაქ კლოუდში (ჩრდილო ირლანდია) ერთდროულად სამი ავტომობილის აფეთქებამ 9 ადამიანი შეიწირა, 30 - დაიჭრა. ბრალეულობის მიუხედავად, "ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ" ტერაქტთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

1973 წელს ტერაქტების ტალღამ იტალიამდეც მიაღწია. 17 დეკემბერს ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტში ორ ჯგუფად გაყოფილმა ხუთმა პალესტინელმა ნამდვილი ქაოსი მოაწყო. სანამ ერთმა ჯგუფმა ტერმინალის შენობაში იარაღით უმისამართო სროლა დაიწყო (დაიღუპა 2 ადამიანი), მეორე ჯგუფი ბაქანისკენ გაიჭრა და ავიაკომპანია Pan Am-ის Boeing 707-ში ხელყუმბარები შეყარა. საწვავით გაწყობილი თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარმა 30 ადამიანი იმსხვერპლა. ტერორიტების შემდეგი სამიზნე გერმანული Lufthansa-ს ლაინერი გახდა. ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და თვითმფრინავი გაიტაცეს.

1974 წელს ბირმინგემში (დიდი ბრინატეთი) ჩანთებში დამალული ბომბები ერთმანეთისგან 46 მ-ით დაშრებულ ორ ბარში ერთდროულად აფეთქდა. ინცინდენტმა 21 ადამიანი შეიწირა, 182 - დაშავდა. 2005 წელს ლონდონის მეტროში მოხდარ აფეთქებამდე ეს შემთხვევა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტერაქტი იყო. მომხდარში ბრალი "ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას" დასდეს. დავაკებულ 6 ირლანდიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 16 წლიანი პატირობის შემდეგ გამოძიებამ ისინი გაამართლა.

1980 წლის 17 იანვარს, "ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ" ბელფასტის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ააფეთქა. დაიღუპა სამი და დაიჭრა 5 ადამიანი.

იმავე წელს, 2 აგვისტოს ქალაქ ბოლონიაში მომხდარი აფეთქება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიაში უმსხვილესი ტერორისტული აქტი გახდა. რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში, უცნობი პირის მიერ დატოვებულ ჩანთაში, აფეთქებულმა ბომბმა 85 ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა - 200. მომხდარში მემარცხენეთა რადიკალურ ორგანიზაცია "წითელ ბრიგადებს" დასდეს ბრალი. თუმცა საზოგადოების აზრით, პოლიცია ხელოვნურად აჭიანურებდა გამოძიებას. ტერაქტის მოტივი და მისი დამკვეთი დღემდე უცნობია.

1980 წელს კიდევ ერთი მსხვილი ტერაქტი გერმანიაში, ოქტომბერფესტის ფესტივალზე მოხდა. 26 სექტემბერს საზოგადოებრივ ტუალეტთან, ნაგვის ურნაში დამალულმა ბომბმა 13 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა 211 შეადგინა. ტერორისტი, მემარჯვენე ექსტრემისტი გუნდოლფ კელერი აფეთქებისას დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, ის მარტო მოქმედებდა.

1983 წლის 15 ივლისს, "სომხეთის განმანთავისუფლებელი საიდუმლო არმიის" წევრების მიერ პარიზის ორლის აეროპორტში ორგანიზებულმა ტერაქტრმა 8 ადამიანი შეიწირა. აფეთქების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი.

გასულ საუკუნეში მსხვილი ტერაქტების ბოლო სერია 1995 წელს პარიზში მოეწყო. 25 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით პარიზის სხვადასხვა უბნებში მომხდარი ხუთი აფეთქებისას ჯამში 8 ადამიანი დაიღუპა და 179 დაიჭრა.

მოაზმადა ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა