ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში ხვალიდან ტერორისტული საფრთხის დონე დაიწევს

ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში ხვალიდან ტერორისტული საფრთხის დონე დაიწევს

სამშაბათიდან ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში ტერორისტული საფრთხის დონე დაიწევს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი კრისტალინა გეორგიევა წერს.

"ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში, რომელიც ბრიუსელშია განთავსებული, ხვალიდან საფრთხის დონე ყვითელ დონემდე დაიწევს, მაგრამ უსაფრთხოების დამატებითი მნიშვნელოვანი ზომებით", - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომლებს ადგილებზე დაეგზავნათ დეტალური ინსტრუქციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ყველა შენობა გაიხსნება და იფუნქციონირებს.

22 მარტს, ბრიუსელში ტერაქტების დღეს, ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ - მეოთხე (ნარინჯისფერ) დონემდე გაიზარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა