რას ითხოვს ეგვიპტური ლაინერის გამტაცებელი, რომელსაც ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია - ბორტი 20-მდე ადამიანმა დატოვა

რას ითხოვს ეგვიპტური ლაინერის გამტაცებელი, რომელსაც ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია - ბორტი 20-მდე ადამიანმა დატოვა

უახლესი| პირველი კადრები: გამტაცებლები თვითმფრინავის ბორტიდან ქალებსა და ბავშვებს ათავისუფლებენ

სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლებმა ბორტზე მყოფ ქალებსა და ბავშვებს ლაინერის დატოვების უფლება მისცეს. ლაინერი ოცამდე მგზავრმა დატოვა. ამ წუთებში თვითმფრინავი კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში დგას, ლაინერის ამსახველი პირველი ფოტოსურათი სოციალური ქსელით გავრცელდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ გამტაცებელს ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია.

გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება, რომ მან თარჯიმანი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. კვიპროსის ხელისუფლებამ გამტაცებელთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320-ის გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ლაინერის ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა