უახლესი მონაცემები ეგვიპტეში გატაცებული ლაინერის შესახებ - ბორტზე 4 მგზავრი დარჩა

უახლესი მონაცემები ეგვიპტეში გატაცებული ლაინერის შესახებ - ბორტზე 4 მგზავრი დარჩა

არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება. აქედან სამი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

როგორც უცხოური მედია წერს, გამტაცებელმა დანარჩენ მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება მისცა.

პირებს შორის, რომელიც გამტაცებელმა "გაუშვა", უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, კვიპროსის ლარნაკას აეროპორტი დაიკეტა. როგორც მედია იტყობინება, ყველა თვითმფრინავი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პაფოსის აეროპორტში ჩადის. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს კვიპროსის სამოქალაქო ავიაციაში განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ეგვიპტური მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰაა.

ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320-ის გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, გამტაცებელს ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია. კვიპროსის ხელისუფლება მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეგვიპტურმა მხარემ არაოფიციალურად დაადასტურა, რომ გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს, რომელთაც ეგვიპტურმა მხარემ განუცხადა, რომ უახლოეს ნახევარ საათში გამოაქვეყნებენ პრესრელიზს, სადაც იქნება დეტალური ინფორმაცია ბორტზე მყოფი მზავრების შესახებ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ეგვიპტესა და კვიპროსში საქართველოს საელჩოებთან.

"ამ ეტაპზე, რასაც ეგვიპტური მხარე ადასტურებს, არის ის მხოლოდ, რომ ბორტზე იმყოფებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება და საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით.

კვიპროსში ამ ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა კრიზისების საბჭო, რომელთანაც ასევე კონტაქტზეა ჩვენი საელჩო კვიპროსში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო| თავისუფლება აფეთქების საფრთხის შემდეგ: როგორ ტოვებენ გატაცებული მგზავრები თვითმფრინავს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა