ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან

"ის ტერორისტი არ არის, იდიოტია", - ასე შეაფასა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითმფრინავის გამტაცებლის ქმედებები. როგორც გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება, აღნიშნული განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"ტერორისტები გიჟები არიან, მაგრამ არა ბრიყვები, ეს ადამიანი კი ბრიყვია", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილი გახდა, იბრაჰიმ სამაჰამ ეგვიპტური კომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილი მეუღლის გამო გაიტაცა.

აღნიშნული ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამაჰას ქმედებები ტერორისტული ხასიათის არ არის, არამედ ქალს უკავშირდება.

თვითმფრინავის გამტაცებლის ვინაობა უკვე დაზუსტებულია. როგორც CNN-ი იტყობინება, ახალი მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი საიფ ელ დინ მუსტაფაა, ხოლო იბრაჰიმ სამაჰა ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრია.

როგორც მან ტელეკომპანია "ბიბისი"-ს განუცხადა, ის ეგვიპტის უნივერსიტეტის პროფესორია და გამტაცებელი არ არის.

ამასთან, ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან. ბორტზე შვიდი მძევალი იმყოფება, სამი მგზავრი და და ოთხი ეკიპაჟის წევრი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ყველა მძევალმა დატოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა