შემზარავი ფაქტი ჩინეთში: მასწავლებელმა მოსწავლის გაუპატიურება სასწავლებლის ეზოში სცადა

შემზარავი ფაქტი ჩინეთში: მასწავლებელმა მოსწავლის გაუპატიურება სასწავლებლის ეზოში სცადა

შემზარავი ფაქტი მოხდა ჩინეთში, გაუნგის პროვინციაში. ფოტოებზე, რომელიც Daily Mail-მა გაავრცელა, ასახულია სკოლის მასწავლებელი, რომელიც კამპუსის ეზოში მოსწავლე გოგონას გაუპატიურებას ცდილობს. ინციდენტი 28 მარტს მოხდა. შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ფოტო გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც ჩანს, რომ ათობით მოზარდი უმოქმედოდ უყურებს ამ ფაქტს, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, მალე სხვა მასწავლებლები ჩაერივნენ და უფროსკლასელი გოგონა 30 წლის შიშველ მასწავლებელს ხელიდან გამოგლიჯეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლ გოგონას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

ფოტოზე ჩანს შიშველი მამაკაცი, რომელიც გოგონას უკნიდან ებღაუჭება და დღის შუქზე კედელთან ყავს მიმწყვდეული. ოფიციალური განცხადებით, მასწავლებელს 2011 წელს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ორი წლის შემდეგ მას უფლება მისცეს სამსახურში დაბრუნებულიყო. ის ლაბორატორიაში გაამწესეს და ადმინისტრაციის თქმით, კლასისთვის სწავლების საშუალება არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა