ვინ არის პუტინის ახალი საყვარელი?

ვინ არის პუტინის ახალი საყვარელი?

ამერიკულ მედიას ჭორი მოედო, რომ ვლადიმერ პუტინი მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ყოფილ ცოლს, ვენდი დენგს ხვდება. წყვილის შესახებ ჭორი წლებია ვრცელდება, მას შემდეგ რაც 2014 წელს ორივე მეუღლეს გაეყარა. პუტინთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა US Weekly-ს განუცხადა, რომ წყვილის ურთიერთობა სერიოზულია.

იხილეთ ვიდეო

რუსეთის პრეზიდენტი 63 წლისაა, 30 წლის მანძილზე ლუდმილა პუტინაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილები - 30 წლის მარია და 29 წლის ეკატერინა ყავს. ლუდმილასთან დაშორების შემდეგ დადიოდა ხმები, რომ პუტინი რუს ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას ხვდებოდა და მასთან შვილიც გაუჩნდა 2015 წელს. კრემლმა ოფიციალურად უარყო ეს ჭორები.

დენგი პუტინთან რომანტიკულ გარემოებებში გამოუჭერიათ, თუმცა ის აგრეთვე რომან აბრამოვიჩის იახტაზეც შენიშნეს. აბრამოვიჩი კი პუტინის მეგობარია. გამოცემა "დეილი მეილის" ცნობით, აბრამოვიჩმა პუტინს იანვარში 35-მილიონიანი იახტა აჩუქა. 85 წლის მერდოკი 47 წლის დენგს 14-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა, რაც ეჭვები გაუჩნდა ცოლისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ურთიერთობაზე. ამასთან, აღსანიშნავია რომ მედიამაგნატი მერდოკი, რომელიც 11 მილიარდი ქონების მფლობელია, ცოტა ხნის წინ მიკ ჯაგერის ყოფილ ცოლზე, ჯერი ჰოლზე დაინიშნა.

მომზადებულია usmagazine.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა