კიევში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "კახა თბილისკი" დააკავეს

კიევში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "კახა თბილისკი" დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე კახაბერ ორაგველიძე დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "კახა თბილისკის" სახელით იცნობენ. ამის შესახებ ინფორმაციას "112 უკრაინა" ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, "კანონიერი ქურდი" 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ქართველი სამართალდამცველების მიერ იძებნება.

"არაერთგზის ნასამართლევმა კახა ორაგველიძემ, ბოლო სასჯელი რუსეთის ტერიტორიაზე ყაჩაღობის ბრალდებით მოიხადა. 11-დან 8 წელი მან სამარტოო საკანში გაატარა. 2014 წლის იანვარში გათავისუფლების შემდეგ, კიევში მან უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით, ე.წ. ქურდული შეკრების გამართვა სცადა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს და დეპორტაცია განახორციელეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თუმცა, მათივე ცნობით, გასულ წელს "კრიმინალური ავტორიტეტი" უკრაინაში დაბრუნდა, სადაც ის ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან შევიდა. უკრაინის დედაქალაქში ის "ტრადიციების დამცველის" ფუნქციას ასრულებდა და გამოდიოდა კონფლიქტური სიტუაციების არბიტრის როლში.

ამ დროისთვის, მისი კვლავ დეპორტაცია განხორციელდება და უკრაინის ტერიტორიაზე 2019 წლამდე შესვლა აეკრძალება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა