ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის მეგობარ გიორგი ბაევსკის დახმარებით ბინებს ჩუქნიდა მასთან დაახლოებულ ქალებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს. 

კატერინა ტიხონოვა - რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფართოების ყველაზე ამბიციური პროექტის ავტორი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ არც პუტინმა და არც მისმა პრესმდივანმა პესკოვმა ეს გოგონა არ აღიარა, ის მაინც მის შვილად ითვლება. კატერინას ნოოგარევოს სიახლოვეს ერგო ბინა, სადაც თავისი ფონდი დაარეგისტრირა.

ლესიან კაბაევა - ცნობილი ტანმოვარჯიშის, დეპუტატის და ნაციონალური მედია ჯგუფის უფროსის ალინა კაბაევის და. არც ეს გოგონა აღიარა პუტინმა, ამბობს, არაფერი გვაკავშირებსო. კაბაევას დას ერგო მოსკოვში მდებარე 228 კვადრატული მეტრი ბინა.

ანა ზაცეპელინა - ალინა კაბაევას ბებია. პუტინი კაბაევას ოფიციალურ მეგობარ ქალად არ აღიარებს, მაგრამ მის 80 წლის ბებიას ერგო პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს მიწა და სახლი რუბლიოვკაზე.

ალისა ხარჩევა - ალისა გახლავთ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა, 23 წლის ”ჟურნალისტი”. ალისასაც არანაირი აღიარება არ მიუღია. ეს ყველაფერი გამოქვეყნდა occrp-ს გამოძიების შემდეგ, რომლის დაფარვასაც კრემლი ცდილობდა. რატომ იყო კრემლი ისტერიკაში, სანამ არსებული გამოძიების მასალები გამოქვეყნდებოდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს:

1. პირადი საკითხი. პუტინის პირადი ურთიერთობები, გოგონები, პირადი ცხოვრება.

2. გასაგები ხდებოდა, ვინ იყო პირადი სალარო (როტენბერგი) და ვინ მართავდა მას (ბაევსკი). გრიგორი ბაევსკი იმის მტკიცებულებაა, რომ არასოდეს გახდება ცნობილი პუტინის შვეიცარული ბანკის ანგარიშის შესახებ. ბაევსკიმ, ტიმჩენკომ და უთვალავმა "როტენბერგებმა" რეალურად იციან, რა ქონება ეკუთვნის პუტინს.

3. გასაგებია, რატომ იღებს ასე მარტივად როტენბერგი ნებისმიერი სახის სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას. ის ფულით უზრუნველყოფს პუტინის ოჯახს, ქალიშვილებს და საყვარლებს. ის ყველაზე ახლო წრეშია.

4. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ვერაფერი დამტკიცდება. სინამდვილეში დოკუმენტირებულია ნამდვილი კორუფცია, რომლის გადახედვაც სასამართლოშია შესაძლებელი. ბიზნესმენი, რომელიც სახელმწიფო შეკვეთებს იღებს, ყიდულობს სახლს პუტინის საყვარლის ბებიას. ამ საკითხთან შეიძლება კიდევ იყოს კითხვები, მაგრამ როდესაც ბინას ყიდულობენ ქალიშვილს, აქ თავის დაძვრენა შეუძლებელია.

ხალხი ფიქრობს, რომ აქ რთული სქემებია, სხვადასხვა აუღებელი ციხესიმაგრეები, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთი და მისი ნაციონალური სიმდიდრე "დიდი ნაჭრებით" უწილადეს მათ, ვინც ზრუნავს ალინა კაბაევას ბებიაზე.

მომზადებულია navalny.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა