სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც სომხური მედია წერს, სერგეი ლავროვმა მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მანამდე აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ ღამით განახლდა. გავრცელებული ცნობით, მხარეები იყენებენ მძიმე ტექნიკას და საჰაერო ძალებსაც. როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

სომხური გამოცემა "ნიუს.ამ"-ის ინფორმაციით, დაჭრილია სოფელ მატაღისის პრეფექტი ზავენ ავანესიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა