აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს.

როგორც სომხური მხარე ახადებს, კონფლიქტის ზონაში 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ყველაზე მეტად ვითარება სწორედ ახლა დაიძაბა. სომხური მხარე აშშ-ის, რუსეთს და საფრანგეთს მოუწოდებს შუამავლობისკენ.

იხილეთ უახლესი კადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს

"სომხეთი მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები ვითარების სტაბილურობისთვის", - განაცადა სომხეთის პრემიერმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულია სამხედრო ქმედებების განახლების გამო და მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა