BBC-ს ჟურნალისტი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ თბილისიდან ჩაერთო

BBC-ს ჟურნალისტი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ თბილისიდან ჩაერთო

BBC-ს კორესპოდენტი რაიან დემითრი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ ეთერში თბილისიდან ჩაერთო.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში ომის მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. ასევე ჟურნალისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები ამ მომენტისთვის ვაშინგტონში, "ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე" იმყოფებიან.  როგორც დემითრი ამბობს, ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს  შეხვდნენ. მისი განცხადებით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ვიდეომასალა, რომელიც BBC.com-ზე განთავსდა, შეიარაღებული დაპირისპირების დრამატულ შედეგებს ასახავს.

იხილეთ ჟურნალისტის ჩართვის ვიდეო

მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარებაა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ათეულობით გარდაცვლილი და დაშავებულია.

გარდაცვლილთა შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

იხილეთ: ბოლო ინფორმაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ

მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ორივე ქვეყნის ოფიციალური წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ავიაციაც მონაწილეობს. მხარეები მხოლოდ მოწინააღმდეგის რიგებში არსებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციასაც ადასტურებენ.

იხილეთ ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა