მოსკოვის მეტროს კედლიდან სტალინმა "გამოიხედა"

მოსკოვის მეტროს კედლიდან სტალინმა "გამოიხედა"

რუსული ბლოგები მოიარა საინტერესო ფოტოებმა, რომლებიც მოსკოვში, მეტროსადგურ "არბატსკაიას" ფოიეშია გადაღებული. როგორც ბლოგერები ირწმუნებოდნენ, მეტროს კედლიდან ბათქაში ჩამოიყარა და მის ქვეშ არსებულ მოზაიკაზე იოსებ სტალინის პორტრეტი გამოჩნდა. ბლოგერები ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ ნანგრევის ფორმა ყირიმის რუქას ჰგავდა.

სინამდვილეში, ეს საპირველაპრილო ხუმრობა გამოდგა, რომელიც ასევე ბლოგერმა, ფილიპ კირეევმა გამოააშკარავა. ის მეტროსადგურში საგანგებოდ მივიდა და თეთრი კედელი გადაიღო, რომელზეც სტალინის გამოსახულება არ იყო...

მოზაიკური ნახატი, რომელზეც ბელადი სრული სიმაღლით, ბლოკნოტით ხელშია გამოსახული, მარმარილოსა და ისპისგან იყო დამზადებული. ნახატი მეტროსადგურის კედელს1956 წლამდე ამშვენებდა. როგორც ისტორიკოსები იუწყებიან, მოზაიკა სტალინის კულტის დამსხვრევის მიზნით იქნა განადგურებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა