ჰიტლერის ერთადერთი საუბრის ჩანაწერი, სადაც ხმის აწევის გარეშე საუბრობს

ჰიტლერის ერთადერთი საუბრის ჩანაწერი, სადაც ხმის აწევის გარეშე საუბრობს

ადოლფ ჰიტლერისა და კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმის საუბრის 1942 წლის საიდუმლო ჩანაწერი ერთადერთია იმ ჩანაწერთა შორის, სადაც ჰიტლერი მშვიდი ტონით საუბრობს. ფინელმა ინჟინერმა თორ დემინმა, რომელიც რადიოსადგურში მუშაობდა, საუბრის პირველი 11 წუთის ჩაწერა მოახერხა. ამის შემდეგ ჰიტლერი არავის აძლევდა საშუალებას, მისი ხმა ჩაეწერათ.

დემინის მიზანი იყო დაბადების დღის მისალოცი ოფიციალური სიტყვის ჩაწერა, თუმცა მან განაგრძო ხმის ჩაწერა, როდესაც ოფიციალური საუბარი პირად საუბარში გადაიზარდა. ჩანაწერი ცენზორების ოფისში გაიგზავნა, საიდანაც რადიოსადგურს 1957 წელს დაუბრუნდა. ეს ერთადერთი ცნობილი ჩანაწერია, სადაც ჰიტლერი ნორმალური ტონით, ხმის აუწევლად საუბრობს არაოფიციალურ გარემოში.

საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ, ჰიტლერს მხარდამჭერები სჭირდებოდა. 1942 წელს ჰიტლერი ფინეთში საიდუმლოდ ჩავიდა, რათა მანერჰეიმისთვის დაბადების დღე მიელოცა. ჰიტლერი მანერჰეიმის პირად მატარებელში მიიღეს, რომ ვიზიტის შესახებ ხმა არ გავრცელებულიყო. საუბარში ჰიტლერი ოპერაცია "ბარბაროსას" წარუმატებლობაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში იტალიის დამარცხების შესახებ საუბრობს.

მომზადებულია warhistoryonline.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა