ვლადიმერ პუტინის კაფე რუსეთში, სადაც ტუალეტის ქაღალდზე ბარაქ ობამას გამოსახულებაა

ვლადიმერ პუტინის კაფე რუსეთში, სადაც ტუალეტის ქაღალდზე ბარაქ ობამას გამოსახულებაა

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში პატრიოტული კაფე გაიხსნა. მიმტანები აქ "პუტინის გუნდიდან" არიან, კედლებზე პრეზიდენტის პორტრეტებია, კოქტეილებს კი რუსეთის დროშის ფერებში ამზადებენ.

"პრეზიდენტ-კაფე" რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ლაუტმანმა გახსნა, რომელიც მანამდე აშშ-ში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

რუსეთის პრეზიდენტის გარდა, კედლებზე რუსული ფილმების ამსახველი სურათებია გამოკრული. აქ შეგხვდებათ ცნობილი რუსი სპორტსმენების, რუსული "კამაზების", ელექტროსადგურებისა და გაგარინის სურათები.

იხილეთ ვიდეო

კაფეში ასევე განთავსებულია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და სხვა მსოფლიო ლიდერების პორტრეტები, რომელთა ქვეშ შავი მარკერი დევს.

კაფეს სტუმრებს შეუძლიათ, შავი მარკერით მსოფლიო ლიდერების სურათები კარიკატურებად აქციონ, მიუხატონ რქები ან ულვაშები.

საპირფარეშოს წინ დაგებული ხალიჩა აშშ-ის დროშის ფერებშია, ტუალეტის ქაღალდი კი ბარაქ ობამას გამოსახულებით... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა