საფრანგეთში სექსში ფულის გადახდა დაისჯება

საფრანგეთში სექსში ფულის გადახდა დაისჯება

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც სექსში ფულის გადახდა არალეგალური გახდება. ამ გადაწყვეტილებით შეიცვლება სექს მუშაკებისადმი მიდგომა, რაც კანონის ავტორთა აზრით, მათ დასახმარებლად განხორციელებული ცვლილებაა.

კლიენტს მოუწევთ ჯარიმის სახით 3 750 ევროს გადახდა, თუ სექს მუშაკის მომსახურებით ისარგებლებს. ამასთან, მათ დაეკისრებათ საგანმანათლებლო გაკვეთილების მოსმენა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც სექს მუშაკები არიან.

ფრანგი კანონმდებლების თქმით, კანონი შეიქმნა იმისთვის, რომ დაიცვას სექს მუშაკები ტრეფიქინგისგან. ამასთან, სხვა ქვეყნიდან ჩასული სექს მუშაკები დროებით საცხოვრებელს მიიღებენ საფრანგეთში, თუ პროსტიტუციას დაანებებენ თავს.

”ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კანონში ისაა, რომ პირადობის მოწმობებს გადავცემთ სექს მუშაკებს, რომელთა 85 პროცენტიც ტრეფიქინგის მსხვერპლია”, - აცხადებს სოციალისტი პარლამენტარი მოდ ოლივერი.

ზოგმა ფრანგმა სექს მუშაკმა ახალი კანონის მიღება გააპროტესტა. ფრანგული კანონი იზიარებს შვედურ მოდელს. შვედეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც სექსში ფულის გადახდის კრიმინალიზაცია მოხდა, და არა თავად პროსტიტუციის.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა