ქაბულში, დიპლომატიურ კვარტალში, აფეთქებები მოხდა

ქაბულში, დიპლომატიურ კვარტალში, აფეთქებები მოხდა

ქაბულში, დიპლომატიურ კვარტალში, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ტერიტორია ავღანეთში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დატოვა, აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ამავე ინფორმაციით, კვარტალში სროლებიც განხორციელდა. სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

სახელმწიფო მდივანმა ავღანელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა, მათ შორის პრეზიდენტ აშრაფა განისთან. შეხვედრაზე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა