მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირობებს უყენებს

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირობებს უყენებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მთელ რიგ პირობებს უყენებს, რომელთა შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს. "უკრაინსკაია პრავადას" ინფორმაციით, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არც ერთი პირობა რეფორმებთან დაკაშირებით, რომელიც მაიდანზე გაიცა, არ შესრულებულა. ჩვენ ყველას გვატყუებენ", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება არ წარმოადგენს უკრაინაში კორუფციული პრობლემების გადაწყვეტას. "პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკშია. პრობლემაა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაში, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმებისადმი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა სახალხო დეპუტატებს მოუწოდა, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირონ. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მოსალოდნელ დანიშვნაზე.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი პრემიერ-მინისტრობაზე დაითანხმეს. როგორც უცხოური მედია წერს, მოლაპარაკებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

რადას თავმჯდომარის პრეს-სპსიკერის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმეს.

თავდაპირველად გროისმანი უარს აცხადებდა პრემიერობაზე, რადგან მის მიერ წარდგენილი კანდიდატურები რამდენიმე თანამდებობაზე არ დააკმაყოფილეს.

მოლაპარაკებების შედეგად იგი პირველი ვიცე სპიკერის პოსტზე ვიტალი კოვალჩუკის კანდიდატურას დათანხმდა, ამის სანაცვლოდ კი მას მინისტრთა კაბინეტის 5 წევრის დანიშვნის საშუალება ექნება.

რაც შეეხება პრემიერ არსენი იაცენიუკის განცხადებას გადადგომის შესახებ, მას უმაღლესი რადა, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე ინიშნება?

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა