დედოფალი ელისაბედი და შვილთაშვილები - უინძორების ემოციური ოჯახური ფოტოები

დედოფალი ელისაბედი და შვილთაშვილები - უინძორების ემოციური ოჯახური ფოტოები

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის გულშემატკივრებს უინძორების ახალთახალი საოჯახო ფოტოების ნახვის საშუალება მიეცათ. ემოციური ფოტოები, რომლებზეც ელისაბედი შვილებთან, შვილიშვილებთან, ძაღლებთან ოჯახურ გარემოშია ასახული, დედოფლის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ერთ-ერთ ფოტოზე დედა დედოფალი ხუთ შვილთაშვილთან და ორ შვილიშვილთან ერთადაა გადაღებული. 90 წლის დიდ ბებიას კალთაში უზის ყველაზე უმცროსი შვილთაშვილი - პრინც უილიამისა და ჰერცოგინია ქეთრინის ქალიშვილი - პრინცესა შარლოტა. გვერდითვე დგას პრინცი ჯორჯიც. კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი ოჯახურ ფოტოზე 2 წლის მია ტინდალია, რომელსაც ხელში დიდი ბებიის ხელჩანთა უჭირავს. ფოტოზე ასევე არიან 8 წლის ჯეიმსი, 12 წლის ლედი ლუიზა, 5 წლის სავანა, 3 წლის აისლა ფილიპსი.

სამეფო ოჯახის ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა ენ ლეიბოვიცმა გადაიღო.

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ავღანეთში "თალიბების" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

"თეთრი მტაცებელი პუტინის შავი გეგმებისთვის..." - რატომ ჩუქნის რუსეთის პრეზიდენტი "ელიტურ ფრინველებს" შეიხებს