აშშ-ის ყოფილი სენატორი მამაკაცზე ქორწინდება

აშშ-ის ყოფილი სენატორი მამაკაცზე ქორწინდება

ჰარის უოფფორდი 40 წლის მამაკაცზე დაქორწინებას აპირებს. 90 წლის პოლიტიკოსმა თითქმის ნახევარი საუკუნე ქალთან ქორწინებაში გაატარა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. უოფფორდის თქმით, თავისი ახალი რჩეული მეთიუ ჩარლტონი 15 წლის წინ გაიცნო. მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კაცია მისი რჩეული, თუ ქალი.

1960-იან წლებში უოფფორდი ჯონ კენედისთან მუშაობდა და საარჩევნო კამპანიაში აფროამერიკელი მოქალაქეების ხმების მოზიდვით იყო დაკავებული. პოლიტიკოსი 1991-1995 წლებში პენსილვანიის შტატის სენატორი იყო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა