თურქეთის ქალაქ ბურსაში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა

თურქეთის ქალაქ ბურსაში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა

თურქეთის ქალაქ ბურსაში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

გამოცემა „Daily Sabah“-ის ინფორმაციით, თავი 25 წლის ტერორისტმა ქალმა აიფეთქა. აფეთქების შედეგად, ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტები დაზიანდა. ტერაქტმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ ბურსაში მდებარე ისტორიულ მეჩეთ ულუ ჯამის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა