რადას ვიცე-სპიკერი - რუსი მესაზღვრეები ნადეჟდა სავჩენკოს დას რუსეთიდან უკრაინაში არ უშვებენ

რადას ვიცე-სპიკერი - რუსი მესაზღვრეები ნადეჟდა სავჩენკოს დას რუსეთიდან უკრაინაში არ უშვებენ

რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს და ვირა სავჩენკო რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეაჩერეს.

როგორც euronews.ge წერს, 34 წლის ვირა სავჩენკო რუსეთიდან უკრაინაში დიპლომატიური მანქანით ბრუნდებოდა, როდესაც მას მესაზღვრეებმა პასპორტი ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ იგი ფედერალურ ძებნაში იმყოფება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა მარკ ფეიგინმაც.

”უკრაინის გენერალური კონსული დონის როსტოვში ამჟამად მათკენ მიემართება, რათა სიტუაცია გაარკვიოს”, - წერს euronews.ge.

თავის მხრივ, რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ვირა სავჩენკოს რუსეთიდან არ უშვებენ და განყოფილებაში გადაყვანით ემუქრებიან.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/5863

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა