ნორვეგია რუსეთთან საზღვარზე კედლის აშენებას აპირებს

ნორვეგია რუსეთთან საზღვარზე კედლის აშენებას აპირებს

ნორვეგიამ რუსეთთან საზღვარზე კედლების მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამ ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვეტილია, კედელი ნორვეგია-რუსეთის საზღვრის სტურსკუგის მონაკვეთზე აშენდეს. საუბარია 3,5 მეტრის სიმაღლის 200 მეტრის სიგრძის კედელზე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამით ნორვეგიას სურს აჩვენოს, რამდენად სერიოზულად იცავს შენგენის შეთანხმებას.

რუსეთთან საზღვარზე კედლის აღმართვას ესტონეთიც გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არის გამოყოფილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა