ნადეჟდა სავჩენკო მზადაა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს და 30 ათასი რუბლი გადაიხადოს

ნადეჟდა სავჩენკო მზადაა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს და 30 ათასი რუბლი გადაიხადოს

რუსეთში 22 წლით გასამართლებულმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჯდა სავჩენკომ საგამოძიებო იზოლატორში, ადვოკატთან ერთად, უკრაინაში მისი ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეასვსო. ამის შესახებ სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა.

ფეიგინის თქმით, სავჩენკომ, უკრაინაში სასჯელის მოხდის შესახებ თანხმობა განაცხადა და ავტობიოგრაფიულ და სხვა კითხვებს უპასუხა. ფეიგინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნადეჟდა სავჩენკო ბრალს კვლავ კატეგორიულად არ აღიარებს. "ამის მიუხედავად, ის თანახმაა, ჯარიმის სახით 30 ათასი რუბლი გადაიხადოს, რომელიც სასამართლომ მას, თითქოს და, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუწესა, თუმცა მან აღნიშნა, რომ უკანონოდ იყო გადაყვანილი საზღვარზე", - განაცხადა ფეიგინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა