კენიის დედაქალაქ ნაირობიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ არიან ადამიანები მოყოლილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

პოლიციის ცნობით, მაშველებმა 121 ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს. შენობის ჩამონგრევა სავარაუდოდ, გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დედაქალაქში არაერთ ადგილას მეწყერი ჩამოწვა. წყალმა ასევე დატბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა