ძლიერი ხანძარი კანადაში - ცეცხლის ჩაქრობას 250 მაშველი ცდილობს

ძლიერი ხანძარი კანადაში - ცეცხლის ჩაქრობას 250 მაშველი ცდილობს

კანადაში, ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად, ცეცხლი ალბერტის პროვინციის ფორტ-მაკმიურეის აეროპორტზეც გადავიდა. ამის შესახებ ტელეარხი "სი-ბი-ესი" იუწყება.

კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ცეცხლშია გახვეული. სტიქიამ უკვე გაანადგურა იქვე არსებული სასტუმრო, მაღაზიები და სხვა შენობები. ტერმინალებიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. გადადებულია ყველა რეისი. თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი შენობის იმ ნაწილში რჩება, რომელშიც ხანძარი არ არის.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამო პროვინციიდან 90 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორცილედა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 250 მეხანძრე, 17 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენია ჩართული. ხანძარი 10 ათას ჰექტარზეა მოდებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა