თურქეთში ჟურნალისტები დააპატიმრეს

თურქეთში ჟურნალისტები დააპატიმრეს

თურქეთის სასამართლომ ორ ჟურნალისტს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ედებათ.

ყოველდღიურ გაზეთ „Cumhuriyet“-ის ჟურნალისტები ქან დუნდარი და ერდემ გიული ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის ხელისუფლება სირიაში ისლამისტების იარაღით უზრუნველყოფას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტ ქან დუნდარის მიმართულებით ისროლეს. ის არ დაშავებულა. თუმცა ფეხში მსუბუქად დაიჭრა ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს აშუქებდა. დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა