თურქეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამი ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ავტომანქანას მიკროავტობუსმა ჩაუარა, რომელშიც "ქურთთა მუშათა პარტიის" დაკავებული წევრები იმყოფებოდნენ.

დიარბაქირის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 12 პოლიციელია, 33 სამოქლაქო პირი, რომელთაგან სამი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა