წლის ყველაზე მასშტაბური ტერაქტების სერია ბაღდადში - აფეთქებებმა 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა

წლის ყველაზე მასშტაბური ტერაქტების სერია ბაღდადში - აფეთქებებმა 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა

ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აფეთქება შიიტებით დასახლებულ უბანში ხალხმრავალ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. მოგვიანებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის პუნქტებთან აიფეთქა თავი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ერაყში თავდასხმებს აღნიშნული ექსტრემისტული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს. თუმცა, გუშინდელი ტერაქტების სერია წელს ყველაზე მასშტაბური იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა