თურქეთში ორი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა

თურქეთში ორი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა

სტამბოლსა და დიარბაქირში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქებების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

პირველი აფეთქება სტამბოლში, სამხედრო ბაზასთან მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიჭრა. ამჟამად დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში იმყოფებიან.

სტამბოლის შემთხვევის შემდეგ, აფეთქების ხმა დიარბაქირშიც გაისმა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 45. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილებს შორის სამართალდამცველებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევის დროს დანაღმული ავტომობილები აფეთქდა. მომხდარზე ამ დროისთვის პასუხისმგებლობა, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა