საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, “А320”-ის კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა. ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.

მაშველებმა ლაინერ “А320”-ის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ხმელთაშუა ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.

ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.

თვითმფრინავი “А320” რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.

როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა