EgyptAir-ის გამცილებელი, რომელმაც კატასროფამდე ორი წლით ადრე ფეისბუქზე ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე საკუთარი ფოტო გამოქვეყნა

 EgyptAir-ის გამცილებელი, რომელმაც კატასროფამდე ორი წლით ადრე ფეისბუქზე ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე საკუთარი ფოტო გამოქვეყნა

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320 რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი პარიზი -კაიროს მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ეგვიპტის ავიახაზების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, Airbus A320 11 კილომეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ნამსხვრევები დღეს დილით ადრე საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. ოპერაცია ისევ მიმდინარეობს.

EgyptAir-ის თვითმფრინავი A320-ის გამცილებელმა, კატასტროფამდე ორი წლით ადრე ფეისბუქზე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე. ფოტოზე ჩანს, რომ სტიუარდესა ზღვიდან სველი ტანსაცმლით ამოდის, ხელში ჩემოდანი უჭირავს, უკანა ფონზე ჩაძირული თვითმფრინავი ჩანს.

მან ფოტო 2014 წლის 26 სექტემბერს, ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე გამოაქვეყნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა