კოსტა-რიკაში ვულკანი ტურიალბა ამოიფრქვა

 კოსტა-რიკაში ვულკანი ტურიალბა ამოიფრქვა

კოსტა-რიკაში ვულკანი ტურიალბა ამოიფრქვა. რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში სასუნთქი გზების დაზიანებით გადაიყვანეს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სკოლები დაკეტილია. ავიაკომპანიებმა დედაქალაქ სან- ხოსეში ფრენები გადადო.

სან-ხოსეს მოქალაქეების განმარტებით, ვულკანის ფერფლი 3 კილომეტრზე ამოდის და საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და მანქანებს ფარავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული კომისია დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას ფილტვებისა და კანის დასაცავად ნიღბებისა და მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას ურჩევს.

ვულკანი ტურიალბა დედაქალაქ სან-ხოსედან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის კოსტა-რიკაში სიდიდით მეორე ვულკანია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა