ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა

 ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა

ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა უცნობ შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა. მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა, იგი სააავდმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა. გავრცელებული ცნობით, იგი თეთრი სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მერილენდში იმყოფებოდა გოლფის სათამაშოდ. ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი თეთრ სახლში იყო. იგი სასწრაფოდ „უსაფრთხო ადგილას“ გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა