აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა

აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა

აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახური იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მათ ვირუსი შემოწმების შედეგად დაუდასტურდათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კონგრესი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ზიკას ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ბიუჯეტიდან 1.9 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აღნიშნულის გამო, ქვეყანა მომავალში შესაძლოა „უფრო დიდი პრობლემის“ წინაშე აღმოჩნდეს.

ვირუსი ზიკა ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. იგი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს. ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზიკას ვირუსი ზაფხულში შესაძლოა, ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლია.

ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა