გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა

გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა

ჯოსიბელ აპონტემ კონეკტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასულ კვირაში დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე ის ადამიანი მიიწვია,რომელმაც 18 წლის წინ ის სიკვდილს გადაარჩინა...

18 წლის წინ პოლიციის ოფიცერმა პიტერ გეტცმა 5 წლის ჯოსი ბიძამისის ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანა. გოგონა უგონოდ იყო, მაგრამ გეტცმა მას ადგილზევე აღმოუჩინა პირველადი დახმარება და საავადმყოფოშიც თავადვე გადაიყვანა.

ემოციური ისტორიის გმირებს ერთმანეთი წლების მანძილზე არ დაუკარგავთ. ოფიცერი გეტცი, რომელსაც თავად ორი ქალიშვილი ჰყავს, სამუშაო მაგიდაზე ინახავდა ხანძრის ადგილას ფოტორეპორტიორის მიერ გადაღებულ კადრს, რომელზეც ჯოსიბელის გადარჩენაა ასახული, ყურადღებას აქცევდა გოგონას განათლებას სკოლაში: "უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის კარგად იყო" - უთხრა აწ უკვე გადამდგარმა პოლიციელმა ადგილობრივ პრესას.

თავის მხრივ, არც პატარა ჯოსიბელს დავიწყებია პოლიციელის სიკეთე: "მან მე მეორედ მაჩუქა სიცოცხლე" - ამბობს გოგონა.

გამოსაშვებ საღამოზე აპონტემ გეტცი დიდი სიხარულითა და პატივისცემით მიიპატიჟა და 18 წლის შემდეგ, მათ კიდევ ერთი, ბევრად უფრო ბედნიერი ფოტო აქვთ ერთად...

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა